ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართა “ტორპედოსთან” – ფრე 2:2.
ჩვენი გუნდიდან ბურთები ლაშა შერგელაშვილმა და შეცვლაზე შესულმა იმედა აშორტიამ შეაგდეს.
ახლა სკ “თელავს”, აქტივში 5 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მორიგ, მე-5 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი შაბათს, 20 მარტს შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართავს და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.
“ტორპედო” 2:2 “თელავი”
0:1 შერგელაშვილი (37), 1:1, 2:1 ზიდანი (48, 67), 2:2 აშორტია (90+2)
“ტორპედო”: შოვნაძე, ქაფიანიძე (ჩაკვეტაძე 40), მირცხულავა, ტუიჩიბაევი, ტაბატაძე (ინკუმი 46), რეკიში (ძარია 76), მამასახლისი, ბუკასი, ნადარაია, სალაკუ (შარვაშიძე 46), ზიდანი (გოგუაძე 90)
სათადარიგონი: ჰამზიჩი; აბულაძე, აბზიანიძე, ბოჭორიშვილი
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე (აშორტია 85), ბერიაშვილი, ფაცაცია, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი, ჯიქია (ინჯგია 72), ხაბულიანი (სოსიაშვილი 72), შეყილაძე
სათადარიგონი: თევზაძე, პაბლო, პერეირა, გაბისკირია
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: ნადარაია, ბუკასი, ტუიჩიბაევი, აშორტია, ძარია
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი