2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის IX ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და თბილისის “საბურთალოსთან” 0:2 დამარცხდა.

“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია (გიგაშვილი 83), ქოჩლაძე (აშორტია 46), ქანთარია (ფირანაშვილი 46), პავიშიჩი, ჯიქია (ხაბულიანი 63), გოშთელიანი (მუჯირი 63), მახარობლიძე.

მატჩის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა, ანტონ თოლორდავა, ლუკა სანიკიძე, ფირუზ მარაქველიძე და მირიან ჯიქია სპეციალური, 100-ნომრიანი მაისურებით დააჯილდოვა – ჩვენმა ბიჭებმა სკ “თელავის” მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს.

სკ “თელავის” აქტივში 10 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში I წრის შემდეგ მე-8 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვლავ შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩში პარასკევს, 29 აპრილს” კავკასიონი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!