ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართა და ქობულეთის “შუქურასთან” 0:2 დამარცხდა.
სკ “თელავს” აქტივში 6 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-8 ადგილზეა.
მორიგ, მე-10 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი შაბათს, 24 აპრილს სტუმრად სამტრედიაში გამართავს და ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ “სამტრედიას” დაუპირისპირდება, მანამდე კი სკ “თელავი” ოთხშაბათს, 21 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაებმება და წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე “სამგურალი 2”-ს შეხვდება.
“შუქურა” 2:0 “თელავი”
1:0 სარდალიშვილი (76), 2:0 ჯეფერსონი (81)
“შუქურა”: შეროზია, ფარტენაძე, კალანდია, რეხვიაშვილი, ხმალაძე, ექვთიმიშვილი (ჯინჭარაძე 86), გურეშიძე (გოგიტიძე 88), მუსელიანი (ვერულიძე 86), ჯეფერსონი (მუჯირი 88), სარდალიშვილი, ჩელებაძე (ინგოროყვა 70)
სათადარიგონი: თებიძე; ჭანტურია, როხვაძე, აფხაზავა
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
“თელავი”: ჩოჩიშვილი, მარაქველიძე (სოსიაშვილი 83), თევზაძე, ფაცაცია, კაპანაძე (კოხრეიძე 69), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (აშორტია 83), შერგელაშვილი, ინჯგია, არდაზიშვილი, შეყილაძე (ნ. ბაშელეიშვილი 77)
სათადარიგონი: თანდილაშვილი; ხაბულიანი, ჯიქია, ბაიბალაევი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: რეხვიაშვილი, მარაქველიძე, შერგელაშვილი
მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი