2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის V ტურის გადადებული მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ქუთაისის “ტორპედოსთან” – ფრე 0:0.

“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე (მახარობლიძე 70), თოლორდავა, თევზაძე, ჯიქია, მარაქველიძე, პავიშიჩი, ქანთარია, პარკინაშვილი (აშორტია 46), გოშთელიანი (ქოჩლაძე 59), მუჯირი (ხაბულიანი 59).

ახლა სკ “თელავის” აქტივში 10 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-4 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩში ორშაბათს, 18 აპრილს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის “დილას”დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!