2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის VI ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” გამართა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოსთან” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია (ღაღანიძე 75), მარაქველიძე (მახარობლიძე 46), ქანთარია, პავიშიჩი (მუჯირი 65), აშორტია (ფირანაშვილი 74), გოშთელიანი, ქოჩლაძე (ჯიქია 46).

მე-6 ტურის შემდეგ სკ “თელავის” აქტივში კვლავაც 7 ქულაა, ორი თამაში მარაგში და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-5 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის, გადადებულ მატჩში, ოთხშაბათს, 6 აპრილს “კავკასიონი არენაზე”, წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.