2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის VII ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “დინამოსთან” – ფრე 1:1

ჩვენი გუნდიდან ანგარიშის გამთანაბრებელი გოლი მატჩის მე-14 წუთზე სერბმა ლეგიონერმა, სტრაჰინია პავიშიჩმა გაიტანა – “პავიმ”, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლოდან შეაგდო.

“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია (აშორტია 60), პარკინაშვილი (ფირანაშვილი 71), პავიშიჩი (ქოჩლაძე 63), ქანთარია, ჯიქია, მუჯირი (ხაბულიანი 71), გოშთელიანი.

ახლა სკ “თელავის” აქტივში 9 ქულაა, ერთი თამაში მარაგში და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-4 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვლავ შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში ხუთშაბათს, 14 აპრილს “კავკასიონი არენაზე”, ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!