2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის VIII ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა “დილასთან” და სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან ანგარიშის გამხსნელი გოლი მატჩის 62-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ გაიტანა – “თევზა” კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შეეგება და მძლავრი თავურით მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგდო.

“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე (პარკინაშვილი 30), თოლორდავა, თევზაძე, ჯიქია, მარაქველიძე, პავიშიჩი, ქანთარია, აშორტია (ფირანაშვილი 55), გოშთელიანი (ხაბულიანი 72), მუჯირი (ქოჩლაძე 55).

ახლა სკ “თელავის” აქტივში 10 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-6 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩში შაბათს, 23 აპრილს” კავკასიონი არენაზე” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!