ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და გორის “დილასთან” 0:2 დამარცხდა.

სკ “თელავს” აქტივში 6 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მორიგ, მე-9 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი შაბათს, 17 აპრილს სტუმრად ზესტაფონში გამართავს და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 14:00 საათი.

“თელავი” 0:2 “დილა”

0:1 ბიძინაშვილი (31), 0:2 თ. კაპანაძე (90+1 პენ)

“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე (მარაქველიძე 46), თევზაძე, ფაცაცია (სოსიაშვილი 87), ც. კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი (ინჯგია 57), ბაიბალაევი, ჯანელიძე, შერგელაშვილი, კოხრეიძე (არდაზიშვილი 57), ხაბულიანი (შეყილაძე 46)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; აშორტია, ჯიქია, პერეირა

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

“დილა”: გუგეშაშვილი, სანტოსი (ჩიტეიშვილი 84), ეტოუ, ჭიჭინაძე, სილვა, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 84), ნონდი, ღუდუშაური (წოწონავა 60), თ. კაპანაძე, ბუღრიძე (კამარა 67)

სათადარიგონი: მუჯრიშვილი; ნემსაძე, პაპიაშვილი, მადინგა

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გაფრთხილება: კოხრეიძე, ძოწენიძე, ნონდი, შეყილაძე, ჩიტეიშვილი, ჩოჩიშვილი, ბაიბალაევი

მსაჯი: ბაკურ ნინუა