საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩი სტუმრად, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართა საფეხბურთო კლუბ “სამტრედიასთან” და 1:2 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი შოთა შეყილაძემ 50-ე წუთზე გაიტანა.

“თელავის” აქტივში 6 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ჩვენი გუნდი ამწუთისთვის მე-9 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 28 აპრილს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩში, “კავკასიონი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება – დასაწყისი 16:00 საათი.

“სამტრედია” 2:1 “თელავი”

1:0 ჟუნიორი (35), 2:0 ბერიაშვილი (38 ს.კ.), 2:1 შეყილაძე (50)

“სამტრედია”: ქურდაძე, ერაძე, გიორგაძე, ნადირაძე, იოსელიანი (გადირზადე 58), ცეცხლაძე (რობაქიძე 75), მესიაჩენკო, კვირკვია, ჟუნიორი (ლუკავა 90+4), კობახიძე (ვარიეტი 58), ილურიძე (დოობი 75)

სათადარიგონი: ლომიძე; ახალაძე, კერძევაძე, დ. ჯიქია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე (აშორტია 89), ბერიაშვილი, ფაცაცია, მარაქველიძე (კოხრეიძე 76), მ. ბაშელეიშვილი, ბაიბალაევი (ციცქიშვილი 60), შერგელაშვილი, ჯანელიძე (ნ. ბაშელეიშვილი 46), არდაზიშვილი (შეყილაძე 46), ინჯგია

სათადარიგონი: თანდილაშვილი; ხაბულიანი, მ. ჯიქია, სოსიაშვილი

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

გაფრთხილება: მარაქველიძე, გიორგაძე, ნადირაძე, შერგელაშვილი, ცეცხლაძე, ვარიეტი, შერგელაშვილი

გაძევება: შერგელაშვილი (90+2)

მსაჯი: გიორგი ვარდიძე