გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და თბილისის “ლოკომოტივი” დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთიმეორეზე უკეთესი გოლები იმედა აშორტიამ (დუბლი), გურამ გოშთელიანმა, ბიძინა მახარობლიძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.
“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, თოლორდავა, გიგაშვილი, ჯიქია, ფირანაშვილი, პავიშიჩი, ქანთარია (მუჯირი 72), აშორტია (ბაჩიაშვილი 72), მახარობლიძე (ხაბულიანი 58), გოშთელიანი (ქოჩლაძე 65).
ახლა სკ “თელავის” აქტივში 13 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-7 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვლავ შინ გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩში სამშაბათს, 3 მაისს “კავკასიონი არენაზე” ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 21:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!