გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და ბოლნისის “სიონი” 2:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გამარჯვების გოლები ანტონ თოლორდავამ (დუბლი) გაიტანა – კაპიტანმა ერთი პენალტით შეაგდო, მეორე კი მძლავრი თავურით, როცა გიორგი ქანთარიას მოწოდებული კუთხურისას დაასწრო მეტოქე მცველებს და მეკარეს აუღებელი დაურტყა.
“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, ჯიქია, მარაქველიძე, ქანთარია (კაპანაძე 88), პავიშიჩი (გიგაშვილი 90+18), აშორტია (ხაბულიანი 64), ფირანაშვილი (ქოჩლაძე 64), გოშთელიანი (მახარობლიძე 46).
ახლა სკ “თელავის” აქტივში 16 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-5 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში ორშაბათს, 9 მაისს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 17:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!