საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “ლოკომოტივთან” – ფრე 2:2.
ჩვენი გუნდიდან გოლები მიხეილ ბაშელეიშვილმა და ილია ბერიაშვილმა გაიტანეს – ვიცე-კაპიტანმა ბაშელეიშვილმა მატჩის მე-15 წუთზე უძლიერესად დაჰკრა შორიდან და ულამაზესი ხარიხა-გოლი შეაგდო, კაპიტანმა ბერიაშვილმა კი 33-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს შეაგება მძლავრი თავური და შორეულ კუთხეში გაგზავნილი ბურთით მეტოქის მეკარე უსაქმოდ დატოვა.
“თელავის” აქტივში ახლა 7 ქულაა და გათამაშების ცხრილშიც ჩვენი გუნდი ამწუთისთვის მე-8 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” პარასკევს, 7 მაისს სტუმრად გამართავს და ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 14:00 საათი.
“თელავი” 2:2 “ლოკომოტივი”
0:1 იმრანი (6), 1:1 ბაშელეიშვილი (15), 2:1 ბერიაშვილი (32), 2:2 სანდოხაძე (72)
“თელავი”: თანდილაშვილი, ძოწენიძე, ბერიაშვილი, ფაცაცია, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, ჯიქია, ინჯგია (ბაიბალაევი 90), არდაზიშვილი (აშორტია 66), შეყილაძე (ციცქიშვილი 58)
სათადარიგონი: ჩოჩიშვილი; ნ. ბაშელეიშვილი, ხაბულიანი, სოსიაშვილი, კოხრეიძე
მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე
“ლოკომოტივი”: მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა, შონია, დარცმელია (იაკობიძე 64), კირკიტაძე, იმრანი (კახაბრიშვილი 80), გავაშელიშვილი (სამურკასოვი 59), სიხარულიძე
სათადარიგონი: თევდორაძე; მჭედლიშვილი, ანდრონიკაშვილი, ჭიაბრიშვილი, ბუიღლიშვილი, ქველაძე
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: ბაშელეიშვილი, გაბაძე, გავაშელიშვილი, ჯანელიძე, ჯანელიძე, მარაქველიძე
გაძევება: ჯანელიძე (87)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი