2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართა და “სამგურალთან” დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ გაიტანა.

“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე (პავიშიჩი 46), თოლორდავა (გიგაშვილი 70), თევზაძე, ფაცაცია, მარაქველიძე, ჯიქია, ქანთარია (ქოჩლაძე 63), აშორტია, გოშთელიანი (მახარობლიძე 46), ხაბულიანი (პარკინაშვილი 63).

სკ “თელავის” აქტივში 16 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის კვლავ მე-7 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში პარასკევს, 13 მაისს საფეხბურთო კლუბ “გაგრას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.