2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და საფეხბურთო კლუბი “გაგრა” 1:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მეორე ტაიმის დებიუტშივე, 49-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა შეაგდო – “გოშთელა” შეცვლაზე შევიდა და ფირუზ მარაქველიძის პასს დაუხვედრა ზუსტად საგოლედ თავი.
“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე, გიგაშვილი, თევზაძე, ფაცაცია, პავიშიჩი, ჯიქია, მარაქველიძე (ქოჩლაძე 71), ფირანაშვილი (პარკინაშვილი 77), აშორტია (მუჯირი 84), ხაბულიანი (გოშთელიანი 46).
ახლა სკ “თელავის” აქტივში 19 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-6 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში სამშაბათს, 17 მაისს “ტორპედოს დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!