საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ქუთაისის “ტორპედოსთან” და 0:4 დამარცხდა.
“თელავის” აქტივში 8 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ჩვენი გუნდი სამწუხაროდ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 16 მაისს სტუმრად გამართავს და ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.
“თელავი” 0:4 “ტორპედო”
0:1 ძარია (27), 0:2 რეკიში (41), 0:3 კვერნაძე (60), 0:4 ჩაკვეტაძე (88)
“თელავი”: თანდილაშვილი, ძოწენიძე (ხაბულიანი 75), ბერიაშვილი, ფაცაცია (ციცქიშვილი 46), მარაქველიძე, ჯანელიძე, ბაიბალაევი (ჯიქია 63), შერგელაშვილი, ინჯგია (აშორტია 75), არდაზიშვილი, შეყილაძე (კოხრეიძე 63)
სათადარიგონი: სანიკიძე; სოსიაშვილი
მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე
“ტორპედო”: ჰამზიჩი, ინკუმი, ქაფიანიძე, მირცხულავა, ნადარაია, ბუკასი (ტაბატაძე 66), ძარია (ჩაკვეტაძე 71), მამასახლისი, ჩალაძე, რეკიში (ზიდანი 66), კვერნაძე (ჩარგეიშვილი 61)
სათადარიგონი: შოვნაძე; სალაკუ, რადჩენკო, ტუიჩიბაევი, უგრეხელიძე
მწვრთნელი: შოთა ბაბუნაშვილი
გაფრთხილება: მარაქველიძე
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი