საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი სტუმრად, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართა თბილისის “დინამოსთან” და 0:1 დამარცხდა.
“თელავის” აქტივში 8 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ჩვენი გუნდი სამწუხაროდ, კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 19 მაისს სტუმრად გამართავს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალურ მატჩში, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.
“დინამო” (თბ) 1:0 “თელავი”
1:0 ხვადაგიანი (64)
“დინამო”: კვასხვაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კობოური, სპორკსლედე (მორჩილაძე 86), რადინი, მექვაბიშვილი (პაპავა 69), ხარაბაძე, კუცია (ქარდავა 60), მარუშიჩი (კეიტა 86), ახვლედიანი (გაბედავა 60)
სათადარიგონი: მიგინეიშვილი; მონხილი, იაშვილი, ჯანგიძე
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
“თელავი”: ჩოჩიშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, ჯიქია, შერგელაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, ბაიბალაევი (ციცქიშვილი 58), ინჯგია, ჯანელიძე (ხაბულიანი 83), შეყილაძე (კოხრეიძე 74), არდაზიშვილი
სათადარიგონი: სანიკიძე; აშორტია, სოსიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ჯიქია, ფაცაცია, არდაზიშვილი
მსაჯი: ბაკურ ნინუა