საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართა და “სამტრედია” 2:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ანგარიშის გამხსნელი გოლი 56-ე წუთზე კაპიტანმა მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა, გამარჯვებისა კი მსაჯის მიერ მატჩის ძირითად დროს დამატებულ ბოლო, მეოთხე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “თელავში” რედებიუტი ჰქონდა 24 წლის ირაკლი რუხაძეს – “რუხა” აქტიურად ჩაერთო თამაშში და ჩვენი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 27 ივნისს სტუმრად, საგურამოში გამართავს და ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩში თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:30 საათი.

“თელავი” 2:1 “სამტრედია”

1:0 ბაშელეიშვილი (56), 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90+4)

“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, ძოწენიძე, თევზაძე, მ. ჯიქია, ჯანელიძე (აშორტია 69), მ. ბაშელეიშვილი, მარაქველიძე (კაპანაძე 80), კოხრეიძე (ციცქიშვილი 69), შერგელაშვილი (რუხაძე 46), შეყილაძე (ხაბულიანი 80)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; კამარა, სოსიაშვილი, კანდელაკი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“სამტრედია”: ქურდაძე, ცეცხლაძე, გიორგაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, მესიაჩენკო (რობაქიძე 59), ენდელაძე, კვირკვია, ილურიძე (ლუკავა 75), დ. ჯიქია (ლომთაძე 59), ჟუნიორი (შენგელია 90+1)

სათადარიგონი: კულუა; გადირზადე, ნადირაძე, იოსელიანი

მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

გაფრთხილება: ენდელაძე, ცეცხლაძე, ჯანელიძე, რობაქიძე, ძოწენიძე

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი