საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი რუსთავში, ტექნიკურ ცენტრში გამართა თბილისის “საბურთალოსთან” და 0:2 დამარცხდა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სანაკრებო პაუზის შემდეგ, ხუთშაბათს, 10 ივნისს სტუმრად გამართავს და ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში “ბათუმი არენაზე” ბათუმის “დინამოს”დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

“თელავი” 0:2 “საბურთალო”

0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ლ. ნონიკაშვილი (90+5)

“თელავი”: ჩოჩიშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, ჯიქია, ინჯგია, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი, არდაზიშვილი (ციცქიშვილი 59), შეყილაძე (ბაიბალაევი 72), ხაბულიანი (კაპანაძე 46)

სათადარიგონი: სანიკიძე; აშორტია, სოსიაშვილი, კანდელაკი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“საბურთალო”: გოშაძე, კაკუბავა, მუდრაკი, ჯგერენაია, მალი, ტერა (შ. ნონიკაშვილი 87), ცნობილაძე (ძებნიაური 87), ლაცაბიძე, მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 72), გოჩოლეიშვილი (თ. ტაბატაძე 81), ი. ტაბატაძე (შულაია 72)

სათადარიგონი: მეგრელიშვილი; ამინუ, ოდიკუ

მწვრთნელი: ხვიჩა შუბითიძე

გაფრთხილება: შეყილაძე, არდაზიშვილი, ბერიაშვილი, ჯიქია, ლ. ნონიკაშვილი

მსაჯი: ალეკო აფციაური