საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი სტუმრად ბათუმში, “ბათუმი არენაზე” გამართა “დინამოსთან” და 0:3 დამარცხდა.

მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ორშაბათს, 14 ივნისს კვლავ სტუმრად, გორში გამართავს და ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის “დილას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:30 საათი.

“დინამო” (ბთ) 3:0 “თელავი”

1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (77), 3:0 ზარია (86)

“დინამო”: კუპატაძე, კობახიძე, გაგოშიძე (მარგველაშვილი 89), აზაროვი (ნავალოვსკი 89), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე (ზარია 80), ჯიღაური, ფანცულაია (გროცურეკი 66), სანოგო (ნიქაბაძე 66)

სათადარიგონი: ალავიძე; გაფრინდაშვილი, თევდორაძე, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“თელავი”: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია (შეყილაძე 54), ფაცაცია, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (ხაბულიანი 82), შერგელაშვილი, მარაქველიძე, კოხრეიძე (ციცქიშვილი 68), არდაზიშვილი (კანდელაკი 82)

სათადარიგონი: სანიკიძე; აშორტია, სოსიაშვილი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: თევზაძე, ჯანელიძე, ძოწენიძე, აზაროვი

გაძევება: ფაცაცია (56)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი