საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი სტუმრად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა გორის “დილასთან” – ფრე 1:1.

ჩვენი გუნდიდან ანგარიშის გამხსნელი გოლი მე-17 წუთზე შოთა შეყილაძემ გაიტანა – შოთამ მცველთან ჭიდილში იმარჯვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთიც აუღელვებლად შეაგდო გორელთა კარში.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” პარასკევს, 18 ივნისს რუსთავში გამართავს და ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩში, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:30 საათი.

მადლობა ბიჭებო!

“დილა” 1:1 “თელავი”

0:1 შეყილაძე (17), 1:1 კაპანაძე (41)

“დილა”: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მაისაშვილი, სილვა (ნემსაძე 80), სანტოსი, მოსიაშვილი, ბიძინაშვილი (მადინგა 80), ღუდუშაური, კაპანაძე, კამარა (ბუღრიძე 67)

სათადარიგონი: მუჯრიშვილი; პაპიაშვილი, მაყიშვილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი, ბაიბალაევი (კოხრეიძე 60), ციცქიშვილი (აშორტია 60), ჯანელიძე (სოსიაშვილი 85), შერგელაშვილი, შეყილაძე (ხაბულიანი 72)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; კანდელაკი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: ბაშელეიშვილი, თევზაძე, შერგელაშვილი

გაძევება: ბუღრიძე (90+2), ბაიბალაევი (90+2)

მსაჯი: ირაკლი ხერხაძე