საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართა და ქობულეთის “შუქურა” 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების გოლი შეტევაში ჩართულმა ფირუზ მარაქველიძემ გაიტანა 65-ე წუთზე, საგოლე შეტევა კი შეცვლაზე შესულმა ზაზა ციცქიშვილმა დაიწყო.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 23 ივნისს კვლავ რუსთავში გამართავს და ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში “სამტრედიას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.

“თელავი” 1:0 “შუქურა”

1:0 მარაქველიძე (65)

“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია (აშორტია 46), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (ციცქიშვილი 63), მარაქველიძე, კოხრეიძე (ხაბულიანი 63), შერგელაშვილი, შეყილაძე (სოსიაშვილი 89)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; კანდელაკი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“შუქურა”: თებიძე, ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გოგიტიძე (ექვთიმიშვილი 63), კაკაშვილი, ტენორი (ხმალაძე 46), გაფრინდაშვილი, (მუსელიანი 57) ჯერალდო, სარდალიშვილი (კვარაცხელია 87), ინგოროყვა (ვერულიძე 63)

სათადარიგონი: შეროზია; ჯინჭარაძე

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

გაფრთხილება: ბაშელეიშვილი, ინგოროყვა, ჯერალდო

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი