საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი საგურამოში გამართა თბილისის “ლოკომოტივთან” და დაძაბულ, საინტერესო მატჩში მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები შოთა შეყილაძემ, ზაზა ციცქიშვილმა და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს – შეყილაძემ მე-8 წუთზე შეაგდო, ციცქიშვილმა 37-ზე, ხოლო რუხაძემ მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი.

მატჩის 76-ე წუთზე “თელავში” დებიუტი ჰქონდა 20 წლის გვინეელ ნახევარმცველ მოჰამედ კამარას – კამარამ შოთა შეყილაძე შეცვალა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 4 ივლისს გამართავს და ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

მადლობა ბიჭებო!

“ლოკომოტივი” 2:3 “თელავი”

0:1 შეყილაძე (8), 0:2 ციცქიშვილი (37), 1:2 შონია (50), 1:3 რუხაძე (83), 2:3 სიხარულიძე (90 პენ)

“ლოკომოტივი”: მამარდაშვილი, მჭედლიშვილი (ქველაძე 45+1), ანდრონიკაშვილი (გავაშელიშვილი 58), სანდოხაძე, უბილავა, შონია, სამურკასოვი (ჭიაბრიშვილი 82), დარცმელია, კირკიტაძე (იაკობიძე 82), სიხარულიძე, იმრანი

სათადარიგონი: თევდორაძე; კახაბრიშვილი, მუკბანიანი, ბუიღლიშვილი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, თევზაძე, ფაცაცია, შერგელაშვილი, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი, ციცქიშვილი (კაპანაძე 72), აშორტია, რუხაძე (ხაბულიანი 88), შეყილაძე (კამარა 75)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; სოსიაშვილი, კოხრეიძე

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: შონია, ანდრონიკაშვილი, რუხაძე, ფაცაცია, ხაბულიანი

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი