საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და წყალტუბოს “სამგურალთან” – ფრე 1:1.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი მატჩის 54-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.

მატჩის დაწყებამდე სპორტულმა ვებგვერდმა Goal.ge-მ ეროვნული ლიგის ივნისის თვის საუკეთესოები დააჯილდოვა – გამოცემის ვერსიით, ივნისში რჩეული ფეხბურთელი შოთა შეყილაძე გახდა, საუკეთესო მწვრთნელი კი გიორგი მიქაძე.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ერთთვიანი პაუზის შემდეგ შაბათს, 7 აგვისტოს სტუმრად, ქუთაისში გამართავს და ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

“თელავი” 1:1 “სამგურალი”

1:0 ჯანელიძე (54), 1:1 ვერულიძე (86 პენ)

“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, ძოწენიძე, ზ. თევზაძე, შერგელაშვილი, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი, ციცქიშვილი (კაპანაძე 46), აშორტია (ჯანელიძე 46), რუხაძე (კოხრეიძე 85), შეყილაძე (სოსიაშვილი 66)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; ბაიბალაევი, კამარა, კანდელაკი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“სამგურალი”: ქვილითაია, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ანდრონიკაშვილი, გილმორი, კირკიტაძე (დოლიძე 63), ფონიავა (ვერულიძე 77), ბურჯანაძე (ჩიხლაძე 63), გ. თევზაძე (ლექვთაძე 63), კუხიანიძე (ტურე 90+3)

სათადარიგონი: მეშველიანი; ბანძელაძე, ახვლედიანი, ბუხაიძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ქურდაძე, ჯანელიძე, სოსიაშვილი, ძოწენიძე, კუხიანიძე

მსაჯი: ბაკურ ნინუა