გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი სტუმრად, ქუთაისში გამართა “ტორპედოსთან” და მეტოქე 1:0 დაამარცხა
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ 79-ე წუთზე გაიტანა
დღევანდელ მატჩში პირველად მოირგო ჩვენი გუნდის მაისურა ბრაზილიელმა ახალწვეულმა ნათან ჟუნიორმა, ხოლო ანტონ თოლორდავას რედებიუტი ჰქონდა
ახლა სკ “თელავის” აქტივში 22 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შაბათს, 14 აგვისტოს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში “კავკასიონი არენაზე” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი
მადლობა ბიჭებო!
“ტორპედო” (ქუთაისი) 0:1 “თელავი”
0:1 შეყილაძე (79)
“ტორპედო”: კვასხვაძე, ინკუმი, მირცხულავა, გრიგალაშვილი, ნადარაია, წოწონავა (ახვლედიანი 57), ძარია (ტაბატაძე 57), მამასახლისი, ჩალაძე (ბუკასი 57), რეკიში (მახარობლიძე 69), ზიდანი
სათადარიგონი: შოვნაძე; ბოჭორიშვილი, ჩარგეიშვილი, ა. თევზაძე, ჩაკვეტაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, ძოწენიძე, ზ. თევზაძე, შერგელაშვილი, მარაქველიძე, ჯიქია, კაპანაძე (შეყილაძე 70), ჯანელიძე (თოლორდავა 90), რუხაძე, ჟუნიორი (აშორტია 73)
სათადარიგონი: თანდილაშვილი; ხაბულიანი, არდაზიშვილი, კანდელაკი
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ძოწენიძე
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი