საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩი შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “დინამოსთან” და პირველად, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი 1:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 49-ე წუთზე ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.
ახლა სკ “თელავის” აქტივში 25 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 15 სექტემბერს სტუმრად თბილისში გამართავს და ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩში “მიხეილ მესხზე” “საბურთალოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!
“თელავი” 1:0 “დინამო” თბ
1:0 შერგელაშვილი (49)
“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, მარაქველიძე (შეყილაძე 75), ჯანელიძე (აშორტია 75), ჯიქია, შერგელაშვილი, ჩუკურა (რუხაძე 63), არდაზიშვილი (კაპანაძე 57), ჟუნიორი
სათადარიგონი: თანდილაშვილი; კამარა, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
“დინამო” თბ: პრიეტო, ხვადაგიანი (მოისწრაფიშვილი 88), პაპავა, ბენიო, მორჩილაძე, ქარდავა, რადინი (კუცია 65), ხარაბაძე, გაბედავა (სხირტლაძე 37), ბარნსი, (ქავთარაძე 88) მარუშიჩი
სათადარიგონი: მიგინეიშვილი; კალანდაძე, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: მარაქველიძე, რადინი, ჯიქია, ჯანელიძე, კუცია, შეყილაძე, რუხაძე, ფაცაცია
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი