ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩი საფეხბურო კლუბმა “თელავმა”, სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა “საბურთალოსთან” და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სამწუხაროდ, 1:2 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და ანგარიშის გამხსნელი გოლი მატჩის 76-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ შეაგდო – თემური 56-ეზე შევიდა მოედანზე, რატი არდაზიშვილი შეცვალა და სკ “თელავის” მაისურაც ოფიციალურად პირველად მოირგო.
სკ “თელავს” აქტივში 25 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ორშაბათს, 20 სექტემბერს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში “კავკასიონი არენაზე” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.
“საბურთალო” 2:1 “თელავი”
0:1 ჩოგაძე (76), 1:1 გოჩოლეიშვილი (77), 2:1 ზეფერინგსი (90+3)
“საბურთალო”: გოშაძე, კაკუბავა, ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი (ზეფერინგსი 70), ძებნიაური (მამაგეიშვილი 82), მანდრიჩენკო (ცნობილაძე 82), ი. ტაბატაძე, შულაია (მალი 70), ლ. კოხრეიძე (გულიაშვილი 56)
სათადარიგონი: მეგრელიშვილი; მამაცაშვილი, ჩაჩუა, კვერნაძე
მწვრთნელი: ხვიჩა შუბითიძე
“თელავი”: სანიკიძე, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, მარაქველიძე, ჩუკურა (აშორტია 70), ჯიქია, შერგელაშვილი, კაპანაძე (ჯანელიძე 70), არდაზიშვილი (ჩოგაძე 56), ჟუნიორი (ძოწენიძე 36)
სათადარიგონი: რევაზიშვილი; მ. ბაშელეიშვილი, კამარა
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: კაპანაძე, ლ. ნონიკაშვილი, თევზაძე, შ. ნონიკაშვილი, შერგელაშვილი
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი