ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “ლოკომოტივთან” და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან დუბლი ვაჟა ფაცაციამ გაიფორმა – შეტევაში ჩართულმა ჩვენმა ცენტრალურმა მცველმა ჯერ ფეხით გაიტანა, მერე კი თავით შეაგდო.
სკ “თელავის” აქტივში ახლა 32 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს სტუმრად გამართავს და ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩში 26 მაისის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 14:30 საათი.
“თელავი” 2:1 “ლოკომოტივი” (თბილისი)
1:0, 2:0 ფაცაცია (18, 40), 2:1 შონია (53)
“თელავი”: სანიკიძე, თევზაძე, თოლორდავა, ფაცაცია, მარაქველიძე (ძოწენიძე 58), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (აშორტია 86), შერგელაშვილი, ჩუკურა (ჩოგაძე 66), ჟუნიორი (შეყილაძე 86), რუხაძე (კაპანაძე 58)
სათადარიგო: თანდილაშვილი
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
“ლოკომოტივი”: სპენკელინკი, გაბაძე, ვადი, შონია, უბილავა, დიასამიძე (ანდრონიკაშვილი 83), დარცმელია, კირკიტაძე (კახაბრიშვილი 53), სამურკასოვი (იაკობიძე 63), გავაშელიშვილი, სიხარულიძე
სათადარიგონი: თევდორაძე; მჭედლიშვილი, კეკელიძე, მუკბანიანი, ქველაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: შონია, ფაცაცია, დიასამიძე, ძოწენიძე, ვადი, სანიკიძე, იაკობიძე
მსაჯი: კოტე გიორგაძე