ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩი საფეხბურო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ბათუმის “დინამოსთან” და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

სკ “თელავს” აქტივში 25 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” პარასკევს, 24 სექტემბერს კვლავ შინ გამართავს და ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში “კავკასიონი არენაზე” გორის “დილას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.

“თელავი” 0:1 “დინამო” (ბთ)

0:1 ჯიღაური (16)

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე, მარაქველიძე (კაპანაძე 62), ჯანელიძე (მ. ბაშელეიშვილი 75), ჯიქია (აშორტია 81), შერგელაშვილი, ჩოგაძე (რუხაძე 62), ჟუნიორი (არდაზიშვილი 75), შეყილაძე

სათადარიგონი: თანდილაშვილი; კამარა, ფაცაცია

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“დინამო” (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (შინდაგორიძე 88), ტეიდი, ალთუნაშვილი (გროცურეკი 88), მამუჩაშვილი, ჯიღაური (გაფრინდაშვილი 68), ფლამარიონი (ნავალოვსკი 65), ფანცულაია (ნიქაბაძე 65)

სათადარიგონი: ალავიძე; მარგველაშვილი, მანჯგალაძე, გაგოშიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: კობახიძე, ალთუნაშვილი, ფლამარიონი, თოლორდავა, მამუჩაშვილი

გაძევება: თევზაძე (90+1)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი