ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა გორის “დილასთან” და 0:2 დამარცხდა.

სკ “თელავის” აქტივში 28 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” ოთხშაბათს, 29 სექტემბერს სტუმრად ფოთში, “ფაზისზე” გამართავს და ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:30 საათი.

“თელავი” 0:2 “დილა” (გორი)

0:1 მოსიაშვილი (45+3), 0:2 კამარა (68)

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ფაცაცია (ჯანელიძე 46), კაპანაძე, მარაქველიძე (შერგელაშვილი 60), ჯიქია (არდაზიშვილი 76), ჩუკურა, აშორტია (ჩოგაძე 46), ჟუნიორი (შეყილაძე 60), რუხაძე

სათადარიგონი: თანდილაშვილი; მ. ბაშელეიშვილი, მ. კამარა

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“დილა”: გუგეშაშვილი, ნემსაძე, ჭიჭინაძე, ნონდი, სილვა, სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (ალიმბარაშვილი 90+3), მოსიაშვილი, უ. კამარა, მადინგა (კოუგბენია 84)

სათადარიგონი: მუჯრიშვილი; პაპიაშვილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გაფრთხილება: ძოწენიძე, ნონდი, რუხაძე, ჩუკურა, უ. კამარა, ნემსაძე, თოლორდავა

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი