ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი საფეხბურო კლუბმა “თელავმა” სტუმრად ფოთში, “ფაზისზე” გამართა ქობულეთის “შუქურასთან” – ფრე 1:1.
ჩვენი გუნდიდან გამთანაბრებელი გოლი მატჩის 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ირაკლი რუხაძემ შეაგდო – “რუხამ” ლაშა შერგელაშვილის მიერ მოწოდებულ კუთხურს დაუხვედრა თავი და მშვიდად გაიტანა.
სკ “თელავის” აქტივში ახლა 26 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 3 ოქტომბერს კვლავ სტუმრად, სამტრედიაში გამართავს და ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:30 საათი.
“შუქურა” 1:1 “თელავი”
1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 რუხაძე (76)
“შუქურა”: შეროზია, გაფრინდაშვილი, ჭანტურია, სპიჩკა, ხმალაძე, ვარშანიძე, კაკაშვილი, მუსელიანი (ჟუნინიო 83), სარდალიშვილი (კვარაცხელია 83), კომახიძე (ინგოროყვა 56), ჯეფერსონი
სათადარიგონი: თებიძე; გოგიტიძე, ძალამიძე, ვერულიძე, ჯინჭარაძე, ექვთიმიშვილი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე (ჯიქია 89), თოლორდავა (ძოწენიძე 46), ფაცაცია, შერგელაშვილი, ჯანელიძე (შეყილაძე 68), მ. ბაშელეიშვილი, ჩუკურა, არდაზიშვილი (რუხაძე 46), ჩოგაძე (მარაქველიძე 46), ჟუნიორი
სათადარიგონი: თანდილაშვილი; აშორტია, კამარა
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ჩუკურა, თოლორდავა, ჟუნინიო
მსაჯი: ალეკო აფციაური