ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართა “სამგურალთან” და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი რუხაძემ გაიტანა – “რუხამ”, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით მშვენივრად ისარგებლა და ახლოდან შეაგდო.
სკ “თელავის” აქტივში ახლა 35 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 24 ოქტომბერს შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართავს და ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:30 საათი.
“სამგურალი” (წყალტუბო) 0:1 “თელავი”
0:1 რუხაძე (45+5)
“სამგურალი”: ქვილითაია, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ახვლედიანი, გილმორი (ფონიავა 67), ბურჯანაძე, კირკიტაძე (ჩიხლაძე 67), ლექვთაძე, გ. თევზაძე (დოლიძე 38), ვერულიძე (ბუხაიძე 15)
სათადარიგონი: მეშველიანი; ბანძელაძე, ამინუ, ბურჯანაძე, ხელიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“თელავი”: სანიკიძე, ზ. თევზაძე, თოლორდავა, ფაცაცია, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (თანდილაშვილი 90+1), შერგელაშვილი, ჩუკურა (აშორტია 76), ჟუნიორი (შეყილაძე 76), რუხაძე (კაპანაძე 60)
სათადარიგო: მაისურაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: თოლორდავა, ზ. თევზაძე, დოლიძე, ფონიავა, ფონიავა
გაძევება: სანიკიძე (89), ფონიავა (90+7)
მსაჯი: ბაკურ ნინუა