ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ქუთაისის “ტორპედოსთან” და 1:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი 28-ე წუთზე რაფაელ ჩუკურამ შეაგდო – ნიგერიელმა ლეგიონერმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარეს მაღალ კუთხეში გაუტანა.

სკ “თელავს” აქტივში 35 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 31 ოქტომბერს სტუმრად, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართავს და ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.

“თელავი” 1:3 “ტორპედო” (ქუთაისი)

0:1, 0:2 ახვლედიანი (1, 10), 1:2 ჩუკურა (28), 1:3 რეკიში (43)

“თელავი”: თანდილაშვილი, მარაქველიძე (შეყილაძე 65), ძოწენიძე, ფაცაცია, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი, ჩუკურა (აშორტია 81), ჟუნიორი (არდაზიშვილი 81), რუხაძე (ჩოგაძე 55)

სათადარიგო: რევაზიშვილი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“ტორპედო”: შოვნაძე, მამასახლისი, მირცხულავა, მუდიმუ, ტაბატაძე (ინკუმი 75), კარაგუნისი, ძარია (ცინცაძე 70), ნადარაია, რეკიში (ჩალაძე 86), ახვლედიანი, მახარობლიძე (ბუკასი 86)

სათადარიგონი: კვასხვაძე; წოწონავა, კვერნაძე, პარაგულგოვი, მჭედლიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ბაშელეიშვილი, ცინცაძე, კაპანაძე, კარაგუნისი

მსაჯი: ალეკო აფციაური