ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართა თბილისის “დინამოსთან” და 0:4 დამარცხდა.

სკ “თელავს”აქტივში 35 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში კვლავ მე-7 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” კვირას, 7 ნოემბერს შინ გამართავს “კავკასიონი არენაზე” და ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩში თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.

“დინამო” (თბ) 4:0 “თელავი”

1:0 რადინი (41), 2:0 ხარაბაძე (72), 3:0 მარუშიჩი (90), 4:0 მოისწრაფიშვილი (90+2)

“დინამო” (თბ): პრიეტო, ბენიო, პაპავა, ხვადაგიანი, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 62), ხარაბაძე (მოისწრაფიშვილი 86), ქავთარაძე (კუცია 74), მარუშიჩი, ბარნსი (მორჩილაძე 74)

სათადარიგონი: მიგინეიშვილი; კალანდაძე, კობოური, ქიმაძე, ქოქოსაძე

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

“თელავი”: თანდილაშვილი, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, შერგელაშვილი, ჯანელიძე, მ. ბაშელეიშვილი (მარაქველიძე 78), აშორტია (ჯიქია 81), ჩოგაძე (ჟუნიორი 58), შეყილაძე (რუხაძე 58), ჩუკურა (არდაზიშვილი 58)

სათადარიგონი: რევაზიშვილი; მაისურაძე

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: ფაცაცია, თოლორდავა

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი