ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “საბურთალოსთან” და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები ფირუზ მარაქველიძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს – მარაქველიძე მატჩის მე-13 წუთზე გავიდა მეკარესთან პირისპირ და აუღელვებლად გადაუგდო ბურთი თავზე, ხოლო მე-18 წუთზე ჩვენი ბრაზილიელი ლეგიონერი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ნათანმაც ახლოდან შეაგდო თავისთვის სადებიუტო, პირველი თელავური გოლი.

სკ “თელავს”ახლა აქტივში 38 ქულა აქვს და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში კვლავ მე-7 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შაბათს, 20 ნოემბერს სტუმრად ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” გამართავს და ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 18:00 საათი.

“თელავი” 2:1 “საბურთალო”

1:0 მარაქველიძე (13), 2:0 ჟუნიორი (18), 2:1 გულიაშვილი (90+5)

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (ნ. ბაშელეიშვილი 88), შერგელაშვილი, მარაქველიძე (ჩუკურა 66), ჟუნიორი (ჯიქია 88), რუხაძე (აშორტია 70)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; ჩოგაძე, არდაზიშვილი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“საბურთალო”: გოშაძე, მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე (მამაცაშვილი 77), შ. ნონიკაშვილი, ძებნიაური (მანდრიჩენკო 65), გოჩოლეიშვილი (კვერნაძე 77), ლ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (ერისთავი 85), კოხრეიძე (გულიაშვილი 65)

სათადარიგონი: მეგრელიშვილი; ჩაჩუა, მამაგეიშვილი

მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

გაფრთხილება: თევზაძე, მარაქველიძე, თოლორდავა, მალი, კაკუბავა, შ. ნონიკაშვილი, ძოწენიძე

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი