ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა გორის “დილასთან”, უხერხული მეტოქე 3:1 დაამარცხა და უკვე ოფიციალურად: ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში დარჩენა ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე გაინაღდა!

ჩვენი გუნდიდან ერთი ბურთი ცოტნე კაპანაძემ გაიტანა შორეული დარტყმით, მეორე მეტოქემ საკუთარ კარში შეაგდო, მესამე კი შეცვლაზე შესულმა იმედა აშორტიამ მიითვალა და…

სკ “თელავს” აქტივში ახლა 41 ქულა აქვს და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-6 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შაბათს, 4 დეკემბერს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში, “კავკასიონი არენაზე” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი.

გილოცავთ და მადლობა ბიჭებო, მადლობა გიორგი მიქაძევ, მადლობა სამწვრთნელო შტაბს!

“დილა” 1:3 “თელავი”

0:1 ც. კაპანაძე (34), 1:1 შერგელაშვილი (38 ს.კ.), 1:2 მაისაშვილი (72 ს.კ.), 1:3 აშორტია (87)

“დილა”: გუგეშაშვილი, ნემსაძე, ჭიჭინაძე, მაისაშვილი, სილვა, ნონდი, გაგნიძე, მადინგა (თავყელიშვილი 64), ღუდუშაური (ბუღრიძე 64), თ. კაპანაძე, კამარა

სათადარიგონი: ფულაძე; მანზი, ალიმბარაშვილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე, ც. კაპანაძე (ფაცაცია 82), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (ჯიქია 82), შერგელაშვილი, მარაქველიძე (შეყილაძე 73), ჟუნიორი (აშორტია 73), რუხაძე (ჩუკურა 51)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; ნ. ბაშელეიშვილი, ჩოგაძე, არდაზიშვილი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გაფრთხილება: გაგნიძე, ფაცაცია

მსაჯი: კოტე გიორგაძე