2021 წლის ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ქობულეთის “შუქურასთან”, მეტოქე 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატიც შარშანდლის დარად, მე-6 ადგილზე დაასრულა.

ჩვენი გუნდიდან ბურთები ლაშა შერგელაშვილმა და ირაკლი რუხაძემ მიითვალეს – “შერგელამ”, 72-ე წუთზე დაჰკრა შორიდან და მეკარისგან შორეულ კუთხეში ულამაზესი ბურთი გაიტანა, ხოლო 87-ეზე” რუხამ” შეაგდო ახლოდან ვარდნაში გამარჯვების გოლი.

სკ “თელავს” საბოლოოდ აქტივში 44 ქულა მოუგროვდა და როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენმა გუნდმა გათამაშების საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა.

მადლობა ბიჭებო, მადლობა მწვრთნელ გიორგი მიქაძეს, მადლობა მის სამწვრთნელო შტაბს და მადლობა თქვენ, ძვირფასო გულშემატკივრებო – მუდამ ერთად, ერთი საქმისთვის! ჩვენი ღირსება ჩვენი გუნდია!

“თელავი” 2:1 “შუქურა”

0:1 აფხაზავა (27), 1:1 შერგელაშვილი (81), 2:1 რუხაძე (87)

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა (ჩუკურა 57), თევზაძე, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (რუხაძე 46), შერგელაშვილი, აშორტია (ჯიქია 46), ჟუნიორი (შეყილაძე 46), მარაქველიძე (არდაზიშვილი 65)

სათადარიგონი: თანდილაშვილი; ნ. ბაშელეიშვილი, ფაცაცია

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“შუქურა”: თებიძე, გაფრინდაშვილი, ჭოხონელიძე, სპიჩკა, კომახიძე (ნემსაძე 66), ჯინჭარაძე, ექვთიმიშვილი, კვარაცხელია, ძალამიძე (მესხიძე 82), აფხაზავა, კაბრალი (ფარტენაძე 55)

სათადარიგონი: შეროზია; ბეჟანიძე, ღლონტი

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

გაფრთხილება: ჭოხონელიძე

გაძევება: ჯინჭარაძე (90+1), ჯიქია (90+1)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი