ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “ლოკომოტივთან” – ფრე 1:1
ჩვენი გუნდიდან ბურთი 11-მეტრიანი დარტყმით ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა
სკ “თელავს” ახლა აქტივში 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-6 ადგილზეა
მორიგ, მე-17 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ორშაბათს, 30 ნოემბერს სტუმრად, თბილისში გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “მერანს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 14:00 საათი
თელავი 1:1 ლოკომოტივი
0:1 სიხარულიძე (15), 1:1 მოსიაშვილი (49 პენ)
თელავი: სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ჩაბრაძე, ჯიქია (მოისწრაფიშვილი 76), ნ. ბაშელეიშვილი (რუხაძე 82), კვასოვი (კანდელაკი 86)
სათადარიგონი: თანდილაშვილი; კოშკაძე, ჩუკურა, დიმიტროვსკი, კოხრეიძე, ბაჩიაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, შონია, დარცმელია, თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 53), იმრანი (გავაშელიშვილი 63), იაკობიძე (ძებნიაური 46), სიხარულიძე
სათადარიგონი: შეროზია; კაპანაძე, ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი, შეყილაძე, ქველაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ძოწენიძე, თოლორდავა, მოისწრაფიშვილი
მსაჯი: ყრუაშვილი