„თელავი“ 4:0 „გურია“
გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საქართველოს ახალი, 2019 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, ეროვნული ლიგა 2-ის I ტურის მატჩში ლანჩხუთის „გურია“ საკუთარ „გივი ჩოხელზე“ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და აქტივშიც პირველი 3 ქულა ჩაიწერა
თელაველთაგან გოლები დიმიტრი ტატანაშვილმა და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს – ტატანაშვილი სკ „თელავის“ ოფიციალურ სადებიუტო მატჩში დუბლით გამოირჩა, დიმიტრის არც რუხაძე ჩამორჩა და დუბლი ირაკლიმაც მიითვალა
ჩემპიონატის მორიგ, მე-2 ტურის შეხვედრას სკ „თელავი“ 9 მარტს, თბილისში გამართავს და „შევარდენი 1906“-ს დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი
მადლობა ბიჭებო!
საქართველოს XXXI ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. I ტური
„თელავი“ 4:0 „გურია“
1:0 ტატანაშვილი (3 პენ), 2:0,3:0 რუხაძე (9, 45), 4:0 ტატანაშვილი (52)
„თელავი“: 21 სანიკიძე, 4 მარაქველიძე (33 ბაჩიაშვილი’74), 3 თოლორდავა, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 31 კაკიაშვილი, 11 პუდი (19 ერისთავი’60), 10 ნ. ბაშელეიშვილი, 9 რუხაძე, 18 ტატანაშვილი (28 კანდელაკი’79)
სათადარიგონი: 1 ბეზკროვნი; 6 ნოზაძე, 8 კუკუჯანაშვილი, 16 კოშკაძე
მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
„გურია“: 33 თებიძე, 21 ჭეიშვილი, 7 განუგრავა, 3 ყურშავიშვილი, 14 ბაჯელიძე, 27 შენგელია (9 წილოსანი’46), 6 მალაზონია, 8 მოსიაშვილი, 1 ტუღუში (22 ბახია’46), 23 ტორაძე, 30 სკოტარენკო
სათადარიგონი: 29 იმერლიშვილი; 5 ვირუბოვი, 10 პაპავა, 11 ნარიაშვილი, 13 ებრალიძე
მწვრთნელი: თენგიზ პატარაია
გაფრთხილება: მოსიაშვილი (25), ბერიაშვილი (28), მარაქველიძე (56)
გაძევება: ბაჯელიძე (23)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)