დასრულდა მატჩი და დასრულდა სეზონიც – 2018 წლის ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ სკ „ცხინვალს“ „გივი ჩოხელზე“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 4:5 დამარცხდა.
თელაველთაგან გოლები ანტონ თოლორდავამ, მირიან ჯიქიამ, ირაკლი რუხაძემ და გიორგი კანდელაკმა გაიტანეს.
საერთო ჯამში, სკ „თელავმა“ აქტივში 48 ქულა დააგროვა და სეზონიც მე-5 ადგილზე დაასრულა.
ბოლოს კი გაცნობებთ, რომ გასული სეზონის სკ “თელავის” გულშემატკივრების რჩეული ფეხბურთელი გუნდის ვიცე-კაპიტანი ილია ბერიაშვილი გახდა, რომელიც კლუბში გუნდის დაარსების დღიდან ირიცხება და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით თამაშიდან თამაშამდე უმატებს – ილიამ გასული სეზონი მართლაც ბრწყინვალედ, უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც გულშემატკივრებისგან დამსახურებულად ირგუნა.
მადლობა ბიჭებო, თქვენ აწ უკვე ჩავლილ სეზონში მაინც დაწერეთ ისტორია და მომავალში კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და წარმატებები!
მადლობა გულშემატკივრებო, მთელი სეზონის მანძილზე გვერდში დგომისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის!
მომავალ შეხვედრამდე…
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXXVI ტური
7 დეკემბერი. თელავი. 14:00 საათი. „გივი ჩოხელი“
„თელავი“ 4:5 „ცხინვალი“
1:0 თოლორდავა (22), 2:0 ჯიქია (26), 2:1 ოგბუ (45), 3:1 რუხაძე (45+1), 3:2 ყურშავიშვილი (45+2 პენ), 3:3 ვარძელაშვილი (53), 3:4 ოგბუ (70), 4:4 კანდელაკი (76), 4:5 როხას მენა (81)
„თელავი“: 21 სანიკიძე, 4 მარაქველიძე, 3 თოლორდავა, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი (9 იოსელიანი’82), 37 ჭელიძე (8 კუკუჯანაშვილი’77), 6 ნოზაძე, 10 ნ. ბაშელეიშვილი, 2 მაისურაძე (18 კანდელაკი’67), 77 რუხაძე
სათადარიგონი: 1 მიქავა; 12 გალახვარიძე, 16 ტვილდიანი, 28 ჭვრიტიძე
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
„ცხინვალი“: 1 ტირიჩი, 4 ლაცაბიძე, 12 როხას მენა, 3 ყურშავიშვილი, 24 კაჭკაჭიშვილი (11 მეტრეველი’46), 5 ცერცვაძე, 7 მაღალდაძე, 17 მესხი (8 ვარძელაშვილი’30), 27 ლობჟანიძე, 77 წივწივაძე (14 კიკნაძე’65), 99 ოგბუ
სათადარიგონი: 89 კერესელიძე; 10 ბარაბაძე, 18 თათხაშვილი, 23 ნემსაძე
მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
გაფრთხილება: მაისურაძე (59)
მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)