ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ზაზა ციცქიშვილი, ვუგარ ბაიბალაევი, გიორგი ჩოჩიშვილი, რევაზ ინჯგია და ილია ბერიაშვილი კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.
22 წლის ცენტრალური მცველი და ჩვენი გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის “როტორში” ითამაშებს, 20 წლის შემტევი რევაზ ინჯგია კვიპროსულ “აპოლონს” შეუერთდა, 26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახეთის “აქტობეში” გადაბარგდა, 27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს კარიერას.
სკ “თელავი” მადლობას უხდის ზემოხსენებულ ხუთივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს