საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წლის 19 ივლისს დაარსდა. გუნდი ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა – ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დააფუძნეს…
2016 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, სამმა ძალიან მაგარმა ადამიანმა ისეთი საფეხბურთო გუნდის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც მხოლოდ წარმატებაზე იქნებოდა მომართული – სიტყვა თქვეს, ხელი ხელს დაჰკრეს და საქმესაც გულიანად შეუდგნენ იყო ბევრი სირბილი და იყო ძალიან ბევრი წინაღობაც, მაგრამ ენთუზიაზმმა და ერთობამ გადაძალა, ფეხბურთისადმი და საკუთარი ქალაქისადმი უანგარო სიყვარულმა გაიმარჯვა!!!
საფეხბურთო კლუბი “თელავი” – გუნდი, რომლის მიზანიც დაარსებიდან ნათელი და მკაფიო გახლდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განვითარდეს და რამდენიმეწლიანი უფეხბურთობის შემდეგ ქალაქსა თუ რეგიონს დაუბრუნოს დიდი ფეხბურთი, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონს კი მაყურებელი და სიტყვას მოჰყვა საქმე, საქმეს კი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სწორი, გამართული მენეჯმენტი, მიდგომა, დამოკიდებულება, სიყვარული და ერთიანობა დავიწყეთ ყველაზე დაბალი, რეგიონალლიგიდან და ჩვენ ყველანი, თამაშ-თამაშ ვიზრდებოდით – უწვერული ბიჭებით დაკომპლექტებულმა გუნდმა თანდათანობით შეიმატა გამოცდილება, ზედიზედ მოგებულმა თამაშებმა რწმენა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე გაგვიმყარა და მთავარი: ჩვენ მოვიპოვეთ სიმპათია და შევიძინეთ უამრავი გულშემატკივარი …
ოთხი წლის წინ სად ვიყავით და ახლა სად ვართ, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით და ვიბრძოდით, დარშიც და ავდარშიც, რაც მთავარია, ერთად ვიყავით, გუნდი, მექანიზმი, ერთიანობა, როგორც ასეთი!!!
ერთი ამოსუნთქვით მოვიგეთ რეგიონალლიგა და მერე რა, ვითომც არაფერი? დაუვიწყარია გუნდის შექმნიდან ექვსი თვის თავზე პირველი, ძალიან დიდი სიხარული და წარმოუდგენელი ემოცია, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, უფრო მეტი და უფრო დიდი გამარჯვებები წინ გველოდა. გველოდა და ახლა უკვე ლიგა 3 და მისი ფინიში გაიხსენეთ, მაშინაც საპლეიოფო ორმატჩიანი დუელი და ლანჩხუთური ტრიუმფი, არავინ რომ არ ელოდა და ბევრიც სკეპტიკურად რომ გვიყურებდა…
მერე კი უკვე ეროვნული ლიგა 2 და ქვეყნის თასის ნახევარფინალი, ისტორია რომ დავწერეთ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ.
ახლა კი ისტორია გადაწერილია – დაარსებიდან მეოთხე წელს, საფეხბურთო კლუბი “თელავი” ელიტაში, ქვეყნის უძლიერესთა ლიგაში თამაშობს და გვჯერა, თითოეული ჩვენთაგანი არაფერს დავიშურებთ, რომ ქალაქი და კახეთის რეგიონი ღირსეულად წარვადგინოთ, ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს გულშემატკივარს!!!