ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” შოთა შეყილაძემ, თემურ ჩოგაძემ და რაფაელ ჩუკურამ დატოვეს – შეყილაძე და ჩუკურა გასულ სეზონში ჩვენთან იჯარის წესით თამაშობდნენ და თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, ხოლო ჩოგაძე გუნდს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.
სკ “თელავი” მადლობას უხდის შოთას, თემურს და რაფაელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს/
სკ “თელავის” პრესსამსახური