სკ “თელავის” ფეხბურთელები – ცოტნე კაპანაძე, რევაზ ინჯგია და შოთა შეყილაძე – საქართველოს ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში გამოიძახეს.
21-წლამდელთა გუნდი 29 მარტს გორში, ამხანაგურ მატჩს გამართავს და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
წარმატებები ცოტნე, რევაზ და შოთა, წარმატებები ნაკრებს!