ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, მე-17 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართა, “მერანი” დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და სადებიუტო სეზონში პროგრამა-მინიმუმი წარმატებით შეასრულა – ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში ახალი სეზონისთვის კუთვნილი ადგილი ოფიციალურად დაიბევა
ჩვენი გუნდიდან ბურთები მირიან ჯიქიამ, მიხეილ ბაშელეიშვილმა, ვლადიმირ დიმიტროვსკიმ, ფირუზ მარაქველიძემ, რაფაელ ჩუკურამ და იაროსლავ კვასოვმა (პენალტით) გაიტანეს
სკ “თელავს” ახლა აქტივში 23 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილშიც მე-6 ადგილზეა
მორიგ და ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ხუთშაბათს, 10 დეკემბერს შინ გამართავს და “კავკასიონი არენაზე” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 12:30 საათი
გილოცავთ და მადლობა ბიჭებო!
“მერანი” 1:6 “თელავი”
0:1 ჯიქია (7), 0:2 მ. ბაშელეიშვილი (13), 0:3 დიმიტროვსკი (15), 1:3 შენგელიძე (18), 1:4 მარაქველიძე (45+4), 1:5 ჩუკურა (47), 1:6 კვასოვი (86 პენ)
“მერანი”: შეყრილაძე, ნუსუევი (ს. თოლორდავა 60), ფოფხაძე, კაკაშვილი, გაბისკირია, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, მახარობლიძე (დეისაძე 46), შენგელიძე, სარდალიშვილი (ავსაჯანიშვილი 60), გოგოლაშვილი
სათადარიგონი: თევდორაძე; ქარქუზაშვილი, ფიფია, ლ. თოლორდავა, ხიდეშელი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“თელავი”: სანიკიძე (თანდილაშვილი 38), ძოწენიძე, ა. თოლორდავა, დიმიტროვსკი, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ჩაბრაძე, ჯიქია (კანდელაკი 56), ნ. ბაშელეიშვილი (ჩუკურა 20), კვასოვი
სათადარიგონი: მოისწრაფიშვილი, კოშკაძე, კრაევი, ბაჩიაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი, კაკაშვილი, ფოფხაძე, გაბისკირია, ავსაჯანიშვილი
მსაჯი: კიკაჩეიშვილი