საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ახალი სეზონისთვის მზადებას და გაძლიერებას განაგრძობს.
უკვე იცით, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდში ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე, იმედა აშორტია და გიორგი ხაბულიანი ითამაშებენ.
ახლა კი მათ რიგებს კიდევ ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაემატა – ლაშა შერგელაშვილი და გიორგი ჯანელიძე.
ლაშა შერგელაშვილი – 29 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “დინამო” (ბათუმი)
გიორგი ჯანელიძე – 31 წლის; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ტორპედო” (ქუთაისი)
გიორგი ხაბულიანი – 16 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)
იმედა აშორტია – 24 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “შუქურა” (ქობულეთი)
ვაჟა ფაცაცია – 22 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “დინამო” (ბათუმი)
შოთა შეყილაძე – 20 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ლოკომოტივი” (თბილისი)
ბექა გაბისკირია – 24 წლის; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)
ცოტნე კაპანაძე – 19 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “ლოკომოტივი” (თბილისი)
ზურაბ თევზაძე – 28 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)