გაზეთ “ლელოს” და Lelo.ge-ს ვერსიით, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჩვენი გუნდის თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი მოხვდა.
გიორგი ხაბულიანი
… “თელავისთვის” მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ქუთაისის “ტორპედოს” კარში. შეიძლება, ეს არ იყო დიდი საფეხბურთო ოსტატობის დემონსტრირება, მაგრამ, რითაც ფორვარდი ფასდება, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ხაბულიანი ახალგაზრდა ფეხბურთელია და სამომავლოდ მისგან ბევრს ველით – Lelo.ge
XIV ტურის სიმბოლური (3-4-3): პრიეტო (დინამო თბ) – კიკაბიძე (სამგურალი), ჩადუნელი (საბურთალო), კილასონია (სიონი) – ტაბატაძე (საბურთალო), ნონიკაშვილი (საბურთალო), ჯერალდო (სამგურალი), ჯიღაური (დინამო ბთ) – დავითაშვილი (დინამო ბთ), ხაბულიანი (თელავი), კვარაცხელია (დინამო ბთ).