გაზეთ “ლელოს” და Lelo.ge-ს ვერსიით, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჩვენი გუნდის ორი ფეხბურთელი – მცველი ზურაბ თევზაძე (სეზონში მეორედ) და თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი – მოხვდა.
ზურაბ თევზაძე
… ანტონ თოლორდავას არყოფნაში ის გაუძღვა თელაველთა დაცვას “გაგრასთან” საშინაო შეხვედრაში. კახელებმა კარი “მშრალად” შეინახეს, რაშიც თევზაძის წვლილი დიდია. მიმდინარე სეზონს უღრესად სტაბილურად ატარებს – Lelo.ge
გურამ გოშთელიანი
… უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო შესანიშნავი თავური დარტყმით “გაგრასთან” საშინაო შეხვედრაში, რითაც “თელავს” 3 ქულა დაუბევა. შეცვლაზე შევიდა, თუმცა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა – Lelo.ge
XIII ტურის სიმბოლური (4-3-3): კუპატაძე (დინამო ბთ) – კალანდარიშვილი (სამგურალი), თევზაძე (თელავი), მაისაშვილი (სამგურალი), ხარაბაძე (დინამო თბ) – ბურჯანაძე (სამგურალი), ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ქიმაძე (ტორპედო) – კუხიანიძე (ტორპედო), გოშთელიანი (თელავი), კამარა (დინამო თბ).