2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართა “ტორპედოსთან” – ფრე 1:1.
ჩვენი გუნდიდან გამთანაბრებელი გოლი მატჩის 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი ხაბულიანმა გაიტანა – “ხაბულა” საჯარიმოში მარჯვედ ჩაუსაფრდა ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს და ახლოდან ვარდნაში ფეხით შეაგდო.
“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე, თოლორდავა, თევზაძე, ფაცაცია, პავიშიჩი, ფირანაშვილი (მახარობლიძე 64), ჯიქია, აშორტია (პარკინაშვილი 64), გოშთელიანი, ქოჩლაძე (ხაბულიანი 75).
ახლა სკ “თელავის” აქტივში 20 ქულაა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის კვლავ მე-6 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩში შაბათს, 21 მაისს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 20:00 საათი.
მადლობა ბიჭებო!