2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის “დინამოსთან” 0:2 დამარცხდა.
“თელავი”: სანიკიძე, თოლორდავა, გიგაშვილი, თევზაძე, კაპანაძე, ფირანაშვილი (ქოჩლაძე 62), პავიშიჩი (მუჯირი 71), ჯიქია, აშორტია, (გოშთელიანი 46), მახარობლიძე (კვერნაძე 62), ხაბულიანი (პარკინაშვილი 46).
სკ “თელავის” აქტივში 20 ქულა დარჩა და ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის კვლავ მე-6 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში ოთხშაბათს, 25 მაისს თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.