ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იქნება.
გიორგი მიქაძეს ასისტენტობას გაუწევენ სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე.
პროფესიული სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გიორგი მიქაძე მუშაობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში (U19) და სხვადასხვა ქართულ კლუბში, მათ შორის – „სამტრედიაში“, „თელავში“, „იბერიაში“, „სამგურალსა“ და „საგარეჯოში“.
მოხარულები ვართ გიორგი მიქაძის „თელავში“ დაბრუნებით, წარმატებასა და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს გუნდთან ერთად .